21 ივნისს, გორის კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლის "აურზაური არაფრის გამო" პრემიერა შედგება.
23 ივნისს სპექტაკლის პრემიერას საგარეჯოს სახალხო თეატრი, ხოლო 2 ივლისს რუსთავის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრები უმასპინძლებენ.
სპექტაკლი დიდი ქართველი რეჟისორის ლილი იოსელიანის ხსოვნას ეძღვნება.