გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე ყველა სპორტსმენი სამუდამოდ უნდა იქნეს დისკვალიფიცირებული.
„როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს სპორტული საზოგადოება, რომელიც ჯერ-ჯერობით დუმს?
ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული.
პრევენციის მიზნით, უნდა დაკანონდეს ნორმა, რომლითაც ყველა სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის გარჩევებში, ან პოლიტიკურ პროცესში ფიზიკურად ჩაერევა, იქნება სამუდამოდ დისკვალიფიცირებული.“- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.