logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია: ბოდიშს ვუხდი ოჯახს...
- +

1 ივლისი. 2020. 00:42

 

 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენრალური დირექტორი ნიკა გვარამია 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ ფეხბურთელზე საუბრისას, მას არასასიამოვნო ეპიტეთები არ წარმოუთქვამს.

 

„წინა გადაცემის მონოლოგში ვთქვი, რომ გიორგი იყო ღარიბი ოჯახიდან. ცუდად გამომივიდა შეიძლება, თუმცა ღარიბი ცუდ ეპიტეთად არ მიმაჩნია, პირიქით, ამ ქვეყანაში ეს პატიოსანსაც ნიშნავს ხშირ შემთხვევაში.

ახლა სხვანაირად გავაკეთებდი ამის ფორმულირებას. ბოდიშს ვუხდი ოჯახს ასეთი ეპითეტისთვის. ის იყო მშრომელი ხალხის ოჯახიდან, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. ის ბავშვობიდან მიჩვეული იყო, რომ თუ რამეს გინდა მიაღწიო, შენი შრომით უნდა მიაღწიო და მან თავისი ასაკისთვის, გარემოსთის, სადაც არავინ არ ეხმარება, ძალიან ბევრს მიაღწია თავისი შრომით. შრომით, წესიერებით და სიკეთით.“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.   

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner