ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ლალი მოროშკინამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მოროშკინას განცხადებით, თუ მერაბიშვილის მიმართებაში კანონის დარღვევა მოხდა, უნდა იქნას ფაქტი გამოძიებული და დამნაშავე დაისაჯოს. ასევე მოროშკინამ აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი.
„კანონი არ უნდა ირღვეოდეს. მნიშვნელობა არ აქვს, რა დანაშაული აქვს პატიმარს ჩადენილი. მერაბიშვილის გაყვანა უკანონოა და თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, უნდა მოხდეს გამოძიება. თუ იყო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრალეულობა, უნდა გამოიკვეთოს და დაისაჯოს. ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი. მან გადაამეტა უფლებამოსილებას. მერაბიშვილი არის ავტორი 26 მაისის. სტრასბურგის სასამართლო 9 წლის მანძილზე არაერთ რეკომენდაციას გვაძლევდა. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ამაზე თვალი იყო დახუჭული და ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში ძალიან გააქტიურდა „ნაციონალური" ფრთა",- განაცხადა მოროშკინამ.