logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას საბაბიც კი აღარ აქვს, მოეჭიდოს რურუას საკითხს
- +

1 ივლისი. 2020. 01:42

 

 

 

„8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება. ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში გრძელდება და ამას სჭირდება დაკვირვება. როდესაც მმართველ პარტიას გვთხოვენ მართლმსაჯულებაში უხეშად ჩარევას, ეს არის მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

 

მისი თქმით, ბოლო დროს ერთადერთი პოლიტიკოსია დასავლეთიდან, რომელიც  მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“  რურუას გათავისუფლებას. უკვე საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც,  ცალკეული პოლიტიკოსებისთვისაც გახდა ყველაფერი ნათელი შეთანხმებასთან დაკავშირებით. გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი ამ შეთანხებას და მის გაფორმაბასთან დაკავშირებულ პროცესს. აქედან გამომდინარე, საბაბიც კი აღარ აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ მოეჭიდოს რურუას საკითხს. ქვეყნის განვითარების პროცესი გაგრძელდება, არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 რურუას საქმესთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ კრიმინალური საქმე ნიშნავს სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განიხილება სასამართლოს მიერ და ერთადერთი ინსტანცია, ვისაც შეუძლია კრიმინალურ საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება, ეს არის მართლმსაჯულება.  ჩვენ თუ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და არა ნაცმოძრაობის საქართველოში, რომელიც იყო მთლიანად პოლიციურ სისტემაზე აგებული, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ  სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს სისიხლის სამართლის საქმეებზე და თუ ისინი ამ პათოსით არ იმოქმედებენ, ბუნებრივია, აღარ მოუწოდებენ მმართველ პარტიას იმისკენ, რომ ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner