logo_geo
eng_logo
თამარ ბარკალაია: 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია დაახლოებით 160-მა ათასმა ადამიანმა მოითხოვა
- +

1 ივლისი. 2020. 02:43

 

 

ჯანდაცვის მინისტრის, თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებპორტალზე თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დასრულდა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია დაახლოებით 160-მა ათასმა მოქალაქემ მოითხოვა.

 

30 ივნისს დასრულდა ჯანდაცვის სამინისტროს ვებპორტალზე თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია, რომლებიც ითხოვენ 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას. ამ ეტაპისთვის, დარეგისტრირებულია დაახლოებით 160 000 მოქალაქე, განხილული საბუტების რაოდენობა არის 110 000 და შესაბამისად, დაახლოებით ამდენმა ადამიანმა უკვე კომპენსაცია რეგისტრაცია, ხოლო დანარჩენი საბუტები უახლოეს მომავალში კომისიის მიერ იქნება განხილული.

 

დღეიდან 15 ივლისის ჩათვლით, მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით 30 დღიდან 120 დღემდე, და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც 2019 წლის განმავლობაში უფიქსირდებათ 60 ან მეტი საზღვრის კვეთა, ანუ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ საზღვარგარეთ, მათთვის რეგისტრაცია 15 ივლისამდე გრძელდება“, - განაცხადა ბარკალაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner