logo_geo
eng_logo
ზურაბ გვასალია: ბიზნესზე ზეწოლა მოხსნილია!
- +

21 ივნისი. 2016. 17:05


„ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი"  ზურაბ გვასალია  20 ივნისს გამართულ კონფერენციას „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები"  მნიშვნელოვნად აფასებს.


ზურაბ გვასალიას თქმით,  ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილი საზოგადოება შეთანხმდა, რომ ბიზნესზე ზეწოლა მოხსნილია.  


მისივე თქმით, ფორუმზე საკმაოდ მწვავე კითხვებიც დაისვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

გუშინ ჩატარდა ეკონომიკური ფორუმი. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი თანაორგანიზატორი აღნიშნული ფორუმის. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მნიშვნელოვანი საკითხები გავრცელდა. ასეთი ფორმატით პირველად ჩატარდა ფორუმი, ვინაიდან მას ესწრებოდა როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. იყვნენ ექსპერტებიც. ყველა, ვისაც კითხვა უნდა დაესვა და ამ კითხვის ადრესატები, ადგილზე იყვნენ. დასაწყისშივე იყო ორი, ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, რომელმაც ბევრი კითხვის ნიშანიც კი მოხსნა. ვისურვებდი, რომ ასეთი პრეზენტაციები ფართო საზოგადოებამ ნახოს. შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ ბიზნესზე ყველა ზეწოლა მოხსნილია და დღეს ერთი ფაქტიც არ არის ისეთი, სადაც არამართლზომიერი ჩარევა ხდება ხელისუფლების რომელიმე შტოს მხრიდან. სწორედ ამ გახსნილობამ მოგვცა იმის საშუალება, რომ შეიძლებოდა ნებისმიერი კითხვის დასმა და მასზე პასუხის მიღება. იყო მწვავე კითხვებიც. ასევე, საუბარი იყო სავალუტო კურსზე. მოგეხსენაბათ, საარჩევნო წელია და ის რისკი, რომელიც მას ახლდა ხოლმე, მოხსნილია, ანუ ეს ნიშნავს პოლიტიკური რისკის მოხსნასაც. არავინ ელოდება დესატაბილიზაციას, რაიმე ისეთს, რამაც შეიძლება ბიზნესს პრობლემა შეუქმნას", - განაცხადა გვასალიამ.


კონფერენციის „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" ორგანიზატორები ორგანიზაცია „მოქალაქე", „საქართველოს ბიზნესასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner