წუხელ, გორში შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, 44 წლის მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამსახურებრივ მოვალეობას არ უკავშირდება. პირი, რომელმაც მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, გარდაცვლილის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა და საქართველოს მოქალაქე არ არის.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.