logo_geo
eng_logo
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

1 ივლისი. 2020. 11:10

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და გაუპატიურების მცდელობისთვის მ.დ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ 2017 წლის 7 აგვისტოს, მისი ნაცნობის მ.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, რა დროსაც დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა.

 

აღსანიშნავია, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლომ  2019 წლის 9 ივლისის   განაჩენით მ.დ.  წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6  წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner