logo_geo
eng_logo
ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

1 ივლისი. 2020. 13:22

 

 

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დასრულდა კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია.

 

„ჩვენ ახლა გუდიაშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც ათეული წლებია ქუჩის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ, ეს არის გზის საფარის რეაბილიტაცია თუ წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა.

 

თავად გუდიაშვილის ქუჩაზე სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. უკვე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, რის შემდეგაც დავიწყებთ საგზაო ნიშნების მოწყობასა და ახალი სტადიონის ირგვლივ გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობას“, - აცხადებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

 

აღნიშნული პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 935 ათასი ლარი გამოიყო.

 

ბათუმში ასევე აქტიურად მიმდინარეობს მონუმენტური ძეგლების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები. იწმინდება და ირეცხება ქალაქში არსებული შადრევნები. შეიღება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადები და დაიწყო დაზიანებული სკვერების აღდგენითი სამუშაოები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner