logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარის მოიჯარეებს ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ
- +

1 ივლისი. 2020. 13:43

 

 

ბათუმის ბულვარის ყოფილ და მოქმედ მოიჯარეებს ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად გააცნო.

 

„პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც უამრავ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომელიც ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური დანაკარგებით გაიარონ“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 

აჭარის მთავრობის შუამდგომლობით, თვითმმართველობებმა უკვე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება, ბულვარის მოიჯარეებისთვის, პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner