logo_geo
eng_logo
დიდ ჭყონში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა
- +

1 ივლისი. 2020. 13:54

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ადმინისტრაციული შენობა გახსნა.

 

„საგანგებოს სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ სართაშორისო სტანდარტებით აშენდა. ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 148 461 ლარი შეადგინა.

 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრი გასულ წელს გაიხსნა ქალაქ მარტვილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner