logo_geo
eng_logo
პროკურატურამ განზრახ მკვლელობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა
- +

1 ივლისი. 2020. 14:34

 

 

პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, განზრახ მკვლელობისთვის  და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის  მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის, დ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე; 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა.

 

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, დ.ნ-ს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ა.მ.-სთან და შ.მ.-სთან.  დ.ნ.-მ, მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, შურისძიების მოტივით განზრახ მოკვლის მიზნით დამიზნებით ესროლა შ.მ-ს და ა.მ-ს. შ.მ. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების გამო, საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

სამართალდამცველებმა დ.ნ. 2020 წლის 29 ივნისს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტი მჭიდში მოთავსებული 4 ცალი ვაზნით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დ.ნ.-სთვის წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღესვე ბრალდების მხარე,  ბრალდებულ დ.ნ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner