logo_geo
eng_logo
შეუსრულებელი მისია ჩრდ. ირლანდიისთვის - გერმანია პირველობისთვის იბრძვის
- +

21 ივნისი. 2016. 17:51


ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპები დასასრულს უახლოვდებიან და დღეს გავიგებთ, თუ რომელი გუნდები გავლენ 1/8-ფინალში С ჯგუფიდან. უკანასკნელ ტურში გერმანიის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას შეერკინება, უკრაინა კი პოლონეთთან შეეცდება ქულების მოპოვებას. შეხვედრები თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

გერმანელები ტურნირის ფავორიტებად ითვლებოდნენ და პირველივე მატჩში უკრაინა დამაჯერებელი ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს. ამის შემდეგ იყო პოლონეთთან უგოლო ფრე და ახლა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები С ჯგუფში 4 ქულით ლიდერობენ, თუმცა ამავე რაოდენობის ქულები აქვს მეორეადგილოსან პოლონეთსაც.

ჩრდილოეთ ირლანდიამ, პოლონელებთან მარცხის შემდეგ (0:1), ყველასათვის მოულოდნელად, უკრაინას 2:0 სძლია და ახლა 3 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ისინი ჯგუფიდან გასვლის შანსებს ამ ეტაპზეც ინარჩუნებენ, თუმცა დღეს თუნდაც 1 ქულის მოპოვება ამ შანსებს საგრძნობლად გაზრდის.


გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

 

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ჰექტორი, მუსტაფი, ბოატენგი, ჰიოვედესი - ხედირა, კროოსი - შიურლე, იოზილი, მიულერი - გომესი;


ჩრდ. ირლანდია (4-5-1): მაკგოვერნი - ჰიუზი, კეტკარტი, მაკოლი, ევანსი - დევისი, ევანსი, ნორვუდი, მაკგინი, დალასი - ვაშინგტონი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner