logo_geo
eng_logo
ირაკლი ნადარეიშვილი: მთავრობა თანმიმდევრულ და რაც მთავარია, ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ პროგრამებს ახორციელებს
- +

1 ივლისი. 2020. 21:10

 

 

საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ და რაც მთავარია, ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ პროგრამებს, რომლებიც, მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ხორციელდება და შედგება როგორც ფინანსებზე წვდომის უნივერსალური, ასევე დარგობრივი პროგრამებისგან.  სააგენტოს კრიზისული ბიუჯეტი 2020 წლისთვის თითქმის ნახევარი მილიარდი ლარია, რაც 10-ჯერ მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის.

 

შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. მან დეტალურად ისაუბრა მთავრობის ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ პროგრამებზე, რომელთა განხორციელებასაც სააგენტო გაუწევს ორგანიზებას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საკრედიტო - საგარანტიო სქემაზე, მიკროგრანტების პროგრამაზე, ასევე დეველოპმენტისა და ტურისტული სექტორის მხარდაჭერასა და სხვ.

 

შეხვედრის ბოლოს მოწვეულმა სპიკერებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner