საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.
შესაბამისი პოსტი მან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ამ მღელვარე დროში, მივესალმები გერმანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ გახდომას. ვითვალისწინებთ რა გერმანიის მუდმივ ინტერესს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებასთან მიმართებაში, იმედი გვაქვს, რომ მომდევნი ექვსი თვე აღმოსავლელი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება“ - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე და გერმანიას წარმატებულ თავმჯდომარეობას უსურვებს.
დღეს გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.