დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე ანალიტიკურ ექსკურსს გვთავაზობს.
ჟურნალისტის განცხადებით, 90-იანი წლების შემდგომ საქართველოს უამრავი კრიზისული პერიოდი გადაიტანა, რაშიც დიდი წვლილი იმ დროს მოქმედ ხელისუფლებას მიუძღვის. თუმცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ სასიკეთო ცვლილებები აშკარად შესამჩნევია.
„როგორც უპარტიო და დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელსაც მიკერძოებულობაში ვერავინ დამადანაშაულებს, მინდა პოლიტიკური "გადარბენა" გავაკეთო უახლოესი წარსულის...
შევარდნაძე, რომელიც არნახული სისასტიკით არბევდა ყველა მშვიდობიან აქციას (და საპროტესტო გამოსვლები არ შეწყვეტილა მის წინააღმდეგ სანამ ცოცხალი იყო), სააკაშვილის რეჟიმმა ახლა კანონით შეფუთა მიტინგების დარბევა და მთლიანი მისი ძალაუფლება დამყარებული იყო დამნაშავეთა ზონდერებზე... "მრგვალი მაგიდის" მიერ გამართული ყველა აქცია სასტიკად ირბეოდა. მრავალწლიანმა ტერორმა და თავდასხმებმა თავისი გააკეთა, ეროვნული ფლაგმანი ვეღარ ახდენდა უკვე პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენას, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მართალია ხალხი გამოიყვანა ქუჩაში, მაგრამ მეწინავეთაგან ზოგი დაშანტაჟებული ჰყავდა რეჟიმს, ფარული ჩანაწერებით და ზოგიც მოსყიდული (რაც დრომ დაადასტურა)... 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევების, ტელეკომპანიების საქმიანობის შეჩერების შემდგომ, ალბათ კიდევ დიდი ხანი ვერ მოვაშორებდით რეჟიმს რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ავანსცენაზე... ცხადია "ქართული ოცნება" ბ-ნ ბიძინას გარეშე არაფერს წარმოადგენს, მიუხედავად რამდენიმე ადამიანის გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურისა... ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა ზონდერების და სიკვდილის ბრიგადების თარეში საქართველოში! აღსანიშნავია რომ ამ მშვიდობიან ბრძოლაში მეწინავე როლს ასრულებდა ეროვნული მოძრაობის ავანგარდი და 90-იანი წლების თვალსაჩინო მებრძოლები!
ცალკე სასაუბრო თემაა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, თბილისში მდებარე სამების საკათედრო ტაძრიდან დაწყებული, ქუთაისის სდუდენტური ქალაქის მშენებლობამდე... მისი ქველმოქმედების ნუსხა საკმაოდ დიდია! დღეს საქართველოს არც ერთ მხარესა და რეგიონში, არაა ადგილი სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობდეს გზატკეცილის, ავტობანის, სკოლების, საბავშვო ბაღების, ეკლესიების, აღდგენა-რესტავრაცია ისტორიული სასახლეების და ძეგლების... თითქმის სამი ათეული წლის დაქცეული ქვეყანა რთულად მაგრამ გამოდის კოლაფსიდან... ქვეყანაში პრობლემად რჩება გარკვეულწილად ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და რაც ყველაზე მძიმეა ოკუპირებული ტერიტორიები... სამართალდამცავ სისტემაში კი წლებია გახმაურებული თუ გაუხმაურებელი დანაშაულები, პოლიტიკურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები კვლავ გამოუძიებელია და საზოგადოებაც გულისწყრომას გამოხატავს, მაგრამ მე, როგორც სამართლიანობისთვის მებრძოლი ჟურნალისტი და ზოგადად ოპტიმისტი ადამიანი, ვფიქრობ ყველაფერს დავძლევთ, მოვაგვარებთ საზრიანი პრინციპულობით (არა ურთიერთ გათიშვით და ისტერიით) და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალსაც იმედიანად ვუმზერ!!!“- წერს ჟურნალისტი.