22 წლის ანი გაბეჩავამ, რომლის დაბადების დღე ტრაგედიით დასრულდა, მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, მცხეთის პოლიციას მიმართა.
ინფორმაცია ამის შესახებ, “პრაიმ ტაიმ ნიუსს” ანი გაბეჩავას ადვოკატმა ლიკა ბითაძემ დაუდასტურა.
“მივმართეთ მცხეთის პოლიციას რომ დაცული იყოს ამ ბავშვის უსაფრთხოების გარანტიები. შევიტანეთ საჩივარი და ამ დღეებში, გამოვცხადდებით გამოკითხვაზე. მუქარა, შეურაცხყოფა – ყველაფერი ხორციელდებოდა მის მიმართ, როგორც ტელეფონზე, ასევე სოციალურ ქსელში, ამიტომ აუცილებლად უნდა მოგვეხდინა რეაგირება ამ ფაქტებზე.
ახლა უკვე ტელეფონი აღარ აქვს, ოჯახმა ჩამოართვა, ამ ეტაპზე მოწყვეტილია სოციალურ ქსელს და ტელეკომუნიკაციას” – განაცხადა ადვოკატმა.
ანი გაბეჩავას უფლებადამცველი ჩვენთან საუბრისას, არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაცვა მოითხოვოს.
“ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის, მაგრამ თუ გაგრძელდა ეს მუქარები, მოვითხოვთ გამოყენებული იქნას შემდგომში დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რადგან დაცული იყოს მისი უსაფრთხოება” – განაცხადა ლიკა ბითაძემ.