ასეთი თვითდაზიანება და მსგავსი მარგინალიზაცია, რაც ახლა ამ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს სჭირთ, მე არ მახსენდება- ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
პოლიტიკოსის თქით, ოპოზიცია ვერ ხვდება, სად მთავრდება მათი პარტიული, პოლიტიკური ინტერესი და სად იწყება საქვეყნო ინტერესი.
„მიადგებიან ელჩს ლანძღავენ, მიადგებიან ექიმს გალანძღავენ. ახლა უტრიალებენ იმ ტრაგედიას, რაც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებას მოჰყვა. 1 კვირაა ვაკვირდები მათ ეთერში და როგორმე უნდათ, შარი მოსდონ ხელისუფლებას, რომ იქ ეძებონ რამე კატასტროფა და უბედურება. ადარებენ სანდრო გვირგვლიანის საქმეს, მაგრამ ვერც გამოუვათ, რადგან მყისიერად იმოქმედა ხელისუფლებამ, კვლევა ძიება მიმდინარეობს და ჭეშმარიტებაც რა თქმა უნდა, ძალიან მალე გამომჟღავნდება“- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ის ჭრილობა, რაც სააკაშვილმა თავის პარტნიორებთან ერთად ქვეყანას მიაყენა ქვეყანას, კიდევ დიდხანს მოუშუშებელი დარჩება.
კითხვაზე, აპირებს თუ პოლიტიკაში დაბრუნებას, გია ცაგარეიშვილი ამბობს: „სადაც არ უნდა ვიყო, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 5 ნომერი არ კიაფობდეს საქართველოს თავზე“.