რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზოოპარკთან. მოპედს ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მოპედის მძღოლი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.