logo_geo
eng_logo
მაკა ასათიანი: ჩვენი ოჯახი „ნაციონალური მოძრაობის“ დაუმორჩილებლობისთვის “დაისაჯა”
- +

2 ივლისი. 2020. 10:06

 

“საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის” წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში, მაკა ასათიანის გამარჯვებით დასრულდა.  

 

როგორც მაკა ასათიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მისი ოჯახი წინა ხელისუფლების დამუმორჩილებლობის გამო დაისაჯა. მისი თქმით, დღეს, სამართლიანობამ იზეიმა.

 

„ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამინის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე, ღირსების ზეობის უმორალობაზე. ჩემთვის ამ ხანგრძლივი ბრძოლის ამოსავალი გახლდათ, არა ბიზნეს და ფინანსური ინტერესები, არამედ მამაჩემის - კახი ასათიანის სახელისა და მისი ღირსების დაცვა.

 

წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი კანონის ძალით ებრძოდა უკანონობას, რომელიც თავს მოგვახვია წინა ხელისუფლებამ. სცენარი ბანალური იყო - ჩვენი ოჯახი “დაისაჯა” „ნაციონალური მოძრაობის“ დაუმორჩილებლობისთვის.

 

ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, “ოსტატურად” შეიკერა საქმე, რომელშიც მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების მარიონეტები, ხელოვნურად შექმნილი მოდავე მხარე და მათივე საინფორმაციო საშუალებები. ამ პროცესში უგულებელყოფილი იყო არამარტო ადამიანებისა და ბიზნეს ინტერესები, არამედ ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, “დაიმლერ ბენცის” (AG) სათავო ოფისი აღშფოთებით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. ამ დიდ, უსამართლო მანქანას ჩემი ოჯახი წლები ებრძოდა უცვლელი პრინციპით, ღირებულებებით და რწმენით, რომ სამართალი და სამართლიანობა აუცილებლად დაამარცხებს ძალადობას და ტერორს.

 

ასეც მოხდა. 12 წლის თავზე, ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლების და ლიბერალური ღირებულებებისთვის ბრძოლაში.

 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენისა და პროფესიონალიზმის დასტური,“ - ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner