22 ივნისს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. მედიასა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ფესტივალის პროგრამასა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში, 18-25 სექტემბერს ჩატარდება.
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდება 2016 წლის კინოფესტივალის პროგრამის ძირითადი სექციები, მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები, ამასთან, BIAFF-ის სავარაუდო სტუმრების ვინაობა და ჟიურის შემადგენლობა. გაჟღერდება ინფორმაცია BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღა" ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ.
BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად წარმოდგენილია 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებს, მათ შორის:
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა.
ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი";
ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია;
კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „Divan Suites";
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო", პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „ვანილა", სასტუმრო „რჩეული ვილა", „HQ პროპაგანდა";
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, FILM PRINT, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com);
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური ვებ-გვერდის და facebook გვერდის საშუალებით: http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;