logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე ნიკა ჟვანია: სავარძლის ქვემოდან ავიღე რკინის მილი და მოვუქნიე...
- +

2 ივლისი. 2020. 13:09

 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე, კლუბ „ასკანელის“ მწვრთნელი ნიკა ჟვანია ჩვენებაში 18 ივნისის ღამის დეტალებს ჰყვება. მას დახმარებისთვის არასრულწლოვანმა მიმართა, რომელსაც წვეულებაზე სცემეს.

 

„ნ.ც-მ და მისმა თანაკლასელებმა მე განმიცხადეს, რომ თანაკლასელი გოგონას დაბადების დღეზე ჩხუბი მოუვიდათ მათთვის უცხო ბიჭებთან, რომლის დროსაც ისინი სცემეს და აცხადებდნენ, რომ ისევ უნდა წასულიყვნენ აღნიშნული პიროვნებების სანახავად. მათ ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ამასთანავე, უკვე იყო გვიანი ღამე, ჩემი მოწოდების პასუხად, ნ.ც-მ განმიცხადა, რომ ჩხუბის ადგილას დარჩენილი იყვნენ მათი თანაკლასელი და ასევე ჩემი მეგობარი გ.მ. და კიდევ ერთი მათი თანაკლასელი.

 

ჩვენ წავედით მცხეთის მიმართულებით და ამ დროს მანქანაში უკან მჯდომთაგან ერთ-ერთს დაუკავშირდა გ.მ. და აცნობა, რომ მათი მცემელი ბიჭები ფეხით მოდიოდნენ ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას თბილისის მიმართულებით. გ.მ-ს განმარტებით, მათ წინ მიმავალი პიროვნებები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ ეშინოდათ, რომ ისევ ეცემათ და გვთხოვეს, მივსულიყავით მათთან...

 

გაჩერებისთანავე ყველანი გადმოვედით მანქანიდან. გადმოსვლისას, მე ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული, დაახლოებით, 40 სანტიმეტრი სიგრძის რკინის მილი, რომელიც მე მანქანაში ჩაჯდომისთანავე შევნიშნე იქ. ჩვენს თანმხლებებთან ერთად მივედით ფეხით მომავალ პიროვნებებთან, რომლებიც იყვნენ ექვსნი. მისვლისთანავე, ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს“, - აღნიშნავს ჩვენებაში ჟვანია.

 

მორაგბე ვერცხლისფერ „მერსედესში“ მძღოლის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის გვერდით იჯდა. ეს უკანასკნელი მცხეთაში გამართულ წვეულებას ესწრებოდა, ადგილზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისში წავიდა და როგორც თავად ამტკიცებს, უკან დაბრუნდა იმისთვის, რომ მცხეთაში დარჩენილი კლასელები უკან ჩამოეყვანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner