პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კოახიძემ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხელისუფლების ვალდებულებაა.
„მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაიწყო გამოძიება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ჩვენი ვალდებულებაა. სადამდე მივა გამოძიება, უნდა დაველოდოთ. ჯერ ვინმეს დასჯაზე საუბარი რთული და ნაადრევია. უნდა გაირკვეს, რა ფაქტთან გვქონდა საქმე და რა თქმა უნდა, შედეგები დაიდება. ესეც აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირებაა ქვეყნის მხრიდან", - განაცხადა მანანა კობახიძემ.