მთავრობა ახალ პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში" იწყებს, რომელიც რეგიონებში სასტუმრო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართა.
„დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას, რომელიც მართლაცდა ძალიან სასიხარულოა. ამ პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება, ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსდებას", - განმარტა პრემიერმა.