logo_geo
eng_logo
ირაკლი გილაური: კვირიკაშვილი და მისი გუნდი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია
- +

21 ივნისი. 2016. 18:02


„საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი გილაური განცხადებით, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4-პროცენტიანი ზრდა იქნება, ხოლო ეროვნული ბანკი დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის აკუმულირებას შეძლებს.


მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდაა.



ლარის კურსი არის და იქნება სტაბილური. დევალვაციამ გამოაჩინა, თუ ვის აქვს რეგიონში ძლიერი და  სუსტი ეკონომიკა. გამოჩნდარომ საქართველო არის ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა,   როგორც რეფორმების, ბიზნესთავისუფლების, ისე ინვესტორების მოზიდვის მხრივმინდა, ერთი მარტივი ბარომეტრი შეგახსენოთ, ეს არისსაქართველოს ბანკისა" დათიბისი ბანკის" აქციების ფასი. ეს განაპირობებს ინვესტორის განწყობას საქართველოსადმი. ორ ციფრს მოგიყვანოთ - 2012 წლის შემდეგ ჩვენი ბანკის  აქციის ფასი გაორმაგდა, რაც  ნიშნავს, რომ ინვესტორები ენდობიან საქართველოსხედავენ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება შეიძლება, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეგიონში და აქ უფრო მეტი ფულის ჩადება უნდათ. მას  შემდეგ, რაც ლარის დევალვაცია მოხდა, საქართველომ გააკეთა   მყისიერი მაღლასვლა, რასაც ადასტურებს თუნდაც  30%-ით გაზრდილი აქციის ფასი", - აღნიშნა ირაკლი გილაურმა.



გილაურის განცხადებით, პრემიერი იყო ლონდონსა და ნიუ-იორკში, შეხვდა პორთველურ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოს რეფორმებით არიან აღტაცებული.



ჩვენი აზრით, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცი წამოვა. რა თქმა უნდა, კვირიკაშვილი და მისი გუნდი არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი ეკონომიკის ზრდის 2017-2018 ლებში, ჩვენი პროგნოზი კი  არის დაახლოებით 8%-იანი  ზრდა ამ პერიოდში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ლარის კურსიც იქნება მყარი", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.



მისივე თქმით, საბანკო სექტორი საქართველოში ძალიან ძლიერია და ასეთი საბანკო სექტორი ჩვენს რეგიონში არ არსებობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner