logo_geo
eng_logo
ელგუჯა მელაძე: ვერ ვიტყვით იმას, რომ ბიზნესმენები კრიტიკულები არ ვართ
- +

21 ივნისი. 2016. 18:20


„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე 20 ივნისს გამართულ კონფერენციას - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" დადებითად აფასებს.



მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გაჟღერდა.



გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი იყო შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოხდა ჩვენი პოზიციების გათვალისწინება. ეს შეხვედრა გამოირჩეოდა იმით, რომ მას მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების გარდა, ესწრებოდნენ ექსპერტებიც. ბიზნესს და ალბათ, მთავრობასაც სჭირდება დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებები. ის, რომ ჩვენ, ბიზნესმენები არ ვართ კრიტიკულები, ამას ვერ ვიტყვით. საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციები მოვისმინეთ, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ეკონომიკის მინისტრის პრეზენტაცია, რომელიც საერთაშორისო კვლევებზე იყო დაფუძნებული. რა თქმა უნდა, შეხვედრაზე სრული წარმომადგენლობა ვერ იქნებოდა, ამიტომ ჩვენი, როგორც ბიზნესგაერთიანების ამოცანაა, მივაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია ყველას", - განაცხადა მელაძემ.



კონფერენციის -„საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" ორგანიზატორები ორგანიზაცია, „მოქალაქე", „საქართველოს ბიზნესასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner