logo_geo
eng_logo
პარლამენტის ბიურომ უახლოეს დღეებში პარლამენტის მუშაობის გრაფიკი განსაზღვრა
- +

2 ივლისი. 2020. 21:16

 

 

 

პარლამენტის ბიურომ სხდომაზე, რომელსაც  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, უახლოეს დღეებში პარლამენტის მუშაობის განრიგი განსაზღვრა.

 

 

 

ვინაიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სესიის ფარგლებში მუშაობს, პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებით, ბიუროზე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო კვირა მთლიანად საკომიტეტო საქმიანობას დაეთმობა, ხოლო 13 და 14 ივლისს პარლამენტი შეიკრიბება პლენარული სხდომის ფარგლებში და განიხილავენ იმ საკითხებს, რომლებსაც კომიტეტები მოამზადებენ.

 

ბიურომ ასევე განსაზღვრა პლენარული სხდომის დღის წესრიგს  დამატებული კენჭსაყრელი და განსახილველი  საკითხები.

 

 პლენარულ სხდომის დღის წესრიგის  დაემატა  მესამე მოსმენით განსახილველი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

 

ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, შემოსულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ანგარიში  ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის შესახებ. ბიურომ დაამტკიცა ასევე ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner