„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ შეფასდება პოზიტიურად და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად საარჩევნო გარემოს და პროცესების შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. ვინაიდან ეს რეკომენდაციები ძირითადად ეფუძნებოდა ისეთ საკითხებს, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნის გამჭირვალე პროცესს და უფრო სამართლიან საარჩევნო გარემოს“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდს სტრატეგიული პარტნიორებთან აქვს მჭიდრო კომუნიკაცია და კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები სწორად არის დანახული და აღქმული.
„ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ამ ყველაფრის სწორად დანახვა და აღქმა ხდება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ჩვე ნი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლის, ბატონი პომპეოს პოზიტიური დამოკიდებულება ად საქართველოს შექება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის და ასევე ,მოლოდინი რომ საარჩვენო კანონმდებლობაც მალე შეიცვლება.
დღის ბოლოს ჩვენ გვექნება საარჩევნო კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების კევ უფრო დახვეწას, შშმ პირებისთვის მაქსიმალურად შესაძლებლობის მიცემას, რომ მათ შეუფერხებლად მიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, ჩვენ შემოგვაქვს გენდერული კვოტირება, უზრუნველვყოფთ იმას, რომ წინასარჩევნო პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გახსნილი და ასევე ვახდენთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების პრევენციას.
ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლებს შესაძლებლობას, რომ შევქმნათ უკეთესი საარჩევნო პირობები, კონკურენტული გარემო და პარტიებმა შეძლონ დად აჩვენონ საზოგადოებას თუ ვინ იმსახურებს საზოგადოების ნდობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ჩვენი საზოგადოების იმედი გვაქვს, ვინაიდან ის პოზიტიური ცვლილებები, რომელსაც ვახორციელებთ ეფუძნება საეთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ორიენტირებულია ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე, დაკვეთაზე და მის უკეთეს ხვალინდელ დღეზე“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.