logo_geo
eng_logo
ქეთი ლობჟანიძე: „გაქცეული ექიმები“ ახსენეს ისეთ კონტექსტში, თითქოს სირთულეებს გავერიდეთ იოლი ცხოვრებისთვის
- +

2 ივლისი. 2020. 21:38

 

 

 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე უცხო ქვეყანაში ჩასული ემიგრანტის იმ ურთულეს დღეებზე წერს, რაც მან გამოიარა.

 

გასულ კვირას აქ თვალი მოვკარი, ''გაქცეული ექიმები'' ახსენეს ისეთ კონტექსტში, თითქოს სირთულეებს გავერიდეთ იოლი ცხოვრებისთვის და უწვალებლად გავილაღეთ ცივილიზებულ ქვეყნებში. არ ვარ მოცლილი, ყველა ნონ-სენსს ვუპასუხო, მაგრამ ეს მეორდება და აღარ მომწონს, ამიტომ ჩემსას ვიტყვი ერთ პატარა, მტკივნეულ გამოცდილებაზე.

 

ინტერნობის პირველი პოსტი ტერიტორიული ნიშნით შევარჩიე. კი მაფრთხილებდნენ, პრობლემური სერვისია, ვიფიქრე, ქართველი რით უნდა გამაოცონ, მაინც წავედი.

აქ ვნახე ფრანგი ინტერნების სნობიზმი და მზაკვრობა. ნუ ყველას არ ეხება, ბევრი ძალიან კარგი შემხვდა მერე. პირველივე პლანინგზე ჩემი დაგოიმება ცადეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ შერჩებოდათ. აქ გავრცელებული აზრია, პირველ პოსტზე მონადაც უნდა ჩაბარდე, ოღონდ ფეხი მოიკიდო უცხოელმა. მე ძალიან წყნარად ავუხსენი, რომ ასე არ გამოვა. მდივანს როცა ვუთხარი, პლანინგი არ შეუტანო შეფს დასამტკიცებლად, მე არ ვეთანხმები, მისი გაოგნება უნდა გენახათ

right_banner right_banner
არქივი
right_banner