logo_geo
eng_logo
უკრაინა თეორიული შანსის შესანარჩუნებლად იბრძოლებს
- +

21 ივნისი. 2016. 18:22


ევრო-2016-ის ჯგუფური ეტაპები დასასრულს უახლოვდება და დღეს С ჯგუფის ბოლო ტურს შემოგვთავაზებს, სადაც უკრაინა პოლონეთს დაუპირისპირდება, გერმანია კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან იბრძოლებს.

უკრაინელებმა პირველ ტურში ჯგუფის ფავორიტ გერმანიასთან 2-ბურთიანი სხვაობით იგემეს მარცხი, შემდეგ კი, ყველასათვის მოულოდნელად, ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:2 დამარცხდნენ. ახლა უკრაინელთა აქტივში 0 ქულაა და გამარჯვების შემთხვევაშიც კი, 1/8-ფინალურ ეტაპზე თამაშის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

პოლონელებმა პირველ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდია მინიმალური სხვაობით დაამარცხეს, შემდეგ კი გერმანიასთან ნულოვან ფრეზე გაიყარნენ. ახლა მათ ანგარიშზე 4 ქულაა და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებენ.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები დღევანდელ მატჩში:

 

უკრაინა (4-1-4-1): ბოიკო - შევჩუკი, რაკიცკი, კუჩერი, ბუტკო - რიბალკა - კონოპლიანკა, კოვალენკო, სტეპანენკო, იარმოლენკო - ზოზულია;


პოლონეთი (4-4-1-1): ბორუცი - ენჟეიჩიკი, პაზდანი, გლიკი, კაპუსტკა - პეშკო, იოდლოვეცი, კრიხოვიაკი, ბლაშიკოვსკი - მილიკი - ლევანდოვსკი.


ტრავმირებული: შესნი (პოლონეთი)

 

კითხვის ნიშნის ქვეშ: როტანი (უკრაინა)


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner