ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მამუკა გამყრელიძის პოსტს ეხმაურება იმის შესახებ, რომ „ძალა ერთობაშია“ -ს წევრები ყოველ სამშაბათს შეიკრიბებიან.
„ნუ, აი, როგორც იქნა... ჩვენც (ერსა და ბერს) სამშაბათი გვაწყობდა, რადგან:
ორშაბათი თარსი დღეა.
ოთხშაბათი მარხვაა.
ხუთშაბათი თევზის დღეა.
პარასკევი ინგლისელ მაღაროელთა გამარჯვების დღეა.
შაბათი იუდაისტურ დღესასწაულს - „შაფათს“ უკავშირდება,
კვირა კიდევ იცით, შაბათსა და ორშაბათს შორის უხერხულად არის გაჩხერილი, თანაც მახათის "რჭობა" აკრძალულია!
ხომ გეუბნებოდით, „ჟოპოზიციაში“ სულ გენიოსები არიან-მეთქი?!“- წერს ზედელაშვილი.