logo_geo
eng_logo
წინასაარჩევნო მიტინგზე ახალგაზრდა მამაკაცმა დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა
- +

21 ივნისი. 2016. 18:30



18 ივნისს ახალგაზრდა მამაკაცმა დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა. ის ცდილობდა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლის იარაღი ჩაეგდო ხელში. აღნიშნული ფაქტი ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე, ლას-ვეგასში მოხდა.


ახალგაზრდა მამაკაცი 19 წლის მაიკლ სტივენ სენფორდი იყო, რომელიც ტრამპის მოსაკლავად ნიუ-ჯერსიდან ჩავიდა ნევადაში.


მაიკლ სტივენ სენფორდის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი დონალდ ტრამპზე თავდასხმას მთელი წელი გეგმავდა. ასევე გამოტყდა იმაშიც, რომ აქამდე არასდროს უსროლია იარაღიდან და 17 ივნისს გაიარა სროლის მოკლე კურსი.


სასამართლოს დოკუმენტებში ნათქვამია ისიც, რომ სენფორდს გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი მოქმედება. მან იცოდა, რომ მოასწრებდა მხოლოდ ორჯერ გასროლას და შემდეგ დაცვა მას დაცხრილავდა.


სენფორდი გამოტყდა, რომ თუ ლას-ვეგასში ტრამპის მოკვლას ვერ მოახერხებდა, ამას ფენიქსში დაგეგმილ მიტინგზე სცდიდა, სადაც უკვე შეკვეთილი ჰქონდა ბილეთები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner