ცოტა ხნის წინ თბილისში, გლდანის ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი ჩავარდა.
როგორც „პრაიმტაიმმა“ ადგილობრივებთან გაარკვია, პირველ სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი ისე გაიღო, რომ ე.წ. კაბინა არ ჩამოსულა, ბავშვი კი ღია კარში მოულოდნელად შევიდა და შახტში ჩავარდა.
მძიმედ დაშავებული მცირეწლოვანი მშობლებმა თავადვე გადაიყვანეს „პრივატ კლინიკაში“.
ბავშვს მძიმე ტრავმები აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო.