logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ტამიშის ბრძოლიდან 27 წელი გავიდა!
- +

3 ივლისი. 2020. 01:24

 

 

 

გენერალი კობა კობალაძე ტამიშის ბრძოლის გმირებს იხსენებს.

 

 

ტამიშის ბრძოლიდან 27 წელი გავიდა!

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს.დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, დანაკარგი განიცადეს „შავნაბადასა" და „ავაზას" ბატალიონებმა.

 

ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ.11 ივლისს ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ ეს გეგმა რამდენიმე თვით გადაწია. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდის - 1993 წლის ივლისის ბრძოლა -საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის უდიდესი მაგალითი.

მინდა მივუსამძიმრო თითოეული მეომრის ოჯახს და მთელ ქვეყანას! უფალმა მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს გმირთა სულებს! ცოცხლად დარჩენილებს კი გამთლიანებულ და ძლიერ ქვეყანაში ეცხოვროთ!...

მჯერა, საქართველო გამთლიანდება და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი შვილების საერთო მომავალი!!!

დიდება გმირებს! უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს!“- წერს კობალაძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner