logo_geo
eng_logo
სამედიცინო დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას შეძლებენ
- +

3 ივლისი. 2020. 02:31

 

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმ სამედიცინო დაწესებულებების სია გამოაქვეყბა, სადაც აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას უფასოდ შეძლებენ

 

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული. დეტალები იხილეთ ბმულზე.

 

იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

 

 

 


 


right_banner right_banner
არქივი
right_banner