logo_geo
eng_logo
პოლიციამ სვანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
- +

3 ივლისი. 2020. 10:34

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული გ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74”-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი, 72 საბრძოლო ვაზნა და სანადირო თოფი.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner