logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: აშშ-ში ტესტირება ბევრ ქვეყანაზე უფრო ფართოდ და უკეთესად ტარდება, ამიტომ მატულობს ინფიცირების შემთხვევები
- +

3 ივლისი. 2020. 11:46

 

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს, რადგან ქვეყანაში მასობრივი ტესტირება ტარდება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

 

„კორონავირუსის შემთხვევები მატულობს, რადგან ტესტირება მასობრივად და კარგად მიმდინარეობს, იმაზე უფრო ფართოდ და უკეთესად, ვიდრე ნებისმიერ ქვეყანაში. ეს ძალიან კარგი ამბავია. უკეთესი ახალი ამბავი არის სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება, ასევე ახალგაზრდები, რომლებიც უფრო სწრაფად და იოლად იკურნებიან“, – წერს დონალდ ტრამპი.

 

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 55 000 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner