„გვქონდა მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე საქართველოს დამსახურებული სწრაფვა ვიზა-ლიბერალიზაციის რაც შეიძლება მალე მიღებაზე, მხარდაჭერილი იქნებოდა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების რაც შეიძლება მალე მიღების საკითხს.
"თუკი გამომსვლელების ტექსტებს ნახავთ, ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა იყოს მიღებული. როგორც ჩანს, პოლიტიკურად დადებითი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროცესები დაჩქარდება", - აცხადებს კვაჭანტირაძე.