საფრანგეთის მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ედუარ ფილიპის ხელმძღვანელობით გადადგა. ამის შესახებ ელისეის სასახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, BFMTV იუწყება.
ტელევიზიის ინფორმაციით, მთავრობის გადადგომა უკავშირდება კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობის მოქმედებების მკვეთრ კრიტიკას, ასევე, 28 ივნისს რეგიონულ არჩევნებში პრეზიდენტ ემანუილ მაკრონის პარტიის „წინ, რესპუბლიკა!“ დაბალ შედეგებს.
ედუარ ფილიპი საფრანგეთის მთავრობას 2017 წლის 15 მაისიდან ხელმძღვანელობდა.