საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ა.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სკანერით დათვალიერების შედეგად, 4 100 ღერი არადეკლარირებული, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამორთმევა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.