თურქეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰენდეკის რაიონში, ფოიერვერკების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქების დროს ქარხნის შენობაში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების ხმა 50 კილომეტრის რადიუსში ისმოდა.