logo_geo
eng_logo
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ჟან კასტექსი დაიკავებს
- +

3 ივლისი. 2020. 16:39

 

 

„ფრანს 24-ის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ჟან კასტექსი დაიკავებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ჟან კასტექსი პანდემიის შემდეგ ქვეყნის ხელახლა გახსნის პროცესის მთავარი კოორდინატორი იყო.

 

კასტექსი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ედუარდ ფილიპს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

 

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ახალი მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტი პანდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner