„ფრანს 24-ის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ჟან კასტექსი დაიკავებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ჟან კასტექსი პანდემიის შემდეგ ქვეყნის ხელახლა გახსნის პროცესის მთავარი კოორდინატორი იყო.
კასტექსი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ედუარდ ფილიპს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ახალი მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტი პანდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.