"საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი გილაურის განცხადებით, საქართველოში ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს.
მისივე თქმით, დღევანდელი ბიზნესკონფერენციების მსგავსი დიალოგი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
"კარგი შეხვედრა იყო. იყო აზრების გაცვლა, საუბარი რეფორმებზე, რაც გაკეთდა და რაც არის გასაკეთებელი. კარგია, რომ ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს და მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს. ჩვენი აზრით, ის მიღწევები, რაც გაკეთდა იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, ბიზნესს შეუძლია იპოვოს სამართალი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უწყობს ხელს ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენი წლევანდელი პროგნოზი არის 4 %-ზე მეტი ზრდა, მომავალ წელს 8%-იან ზრადას ველოდებით, ვიზიტი, რაც ჰქონდა პრემიერს ლონდონსა და ნიუ-იორკში შეფასებულია დადებითად, რადგან ინვესტორებს კიდევ უფრო მეტის ჩადება უნდათ საქართველოში",- განაცხადა ირაკლი გილაურმა.
კონფერენციის -"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" ორგანიზატორები ორგანიზაცია "მოქალაქე", "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.