logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: თინა ხიდაშელს შეუძლია იცინოს, რამდენიც გაუხარდება
- +

1 მარტი. 2016. 14:39



საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თინა ხიდაშელს შეუძლია იცინოს, რამდენიც გაუხარდება.


დეპუტატმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად, „თინა ხიდაშელი მზადაა გამოძიებას ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის ეს საკითხი უკვე სასაცილოა".



თინა ხიდაშელს შეუძლია იცინოს, რამდენიც გაუხარდება, ისევე, როგორც მეც შემიძლია ვიცინო, რამდენიც გამიხარდება. დანარჩენი პროკურატურის საქმეა და მე ვერ ჩავერევი", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.



თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოს არჩევნების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ვისაც უნდა, დაჰკითხოს, სადაც უნდათ, იქ მივა.



ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათქვამია. ყველა დოკუმენტი და ყველა გზავნილი სახეზეა და ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგებს, ვისაც შეუძლია წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი, როგორც პირველ კლასში ასწავლიან, ისე გამოიტანოს. ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს. ასე რომ, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა, დამკითხოს, სადაც უნდათ, იქ მივალ, რა დოკუმენტებ უნდათ, იმ დოკუმენტებს მივიტან. ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რომ მზად ვარ ყველასთან, ყველანაირ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა საჯაროდ ეს თემა დავამთავრე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner