თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი მშენებარე კორპუსიდან გადავარდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.