logo_geo
eng_logo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მსჯავრდებულ დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელეს
- +

3 ივლისი. 2020. 21:22

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს.

 

დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

 

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

 

2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს.

 

საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით.

 

მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის სასჯელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner