logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: გვარამიები, კუპრავები, კაპანაძეები და მათი ჯოგი - ნაგვები არიან!
- +

3 ივლისი. 2020. 22:48

 

 

ვუსმენ რამდენიმე იდიოტს, ვკითხულობ მათ ნაბოდვარს და უფრო ვრწმუნდები - ჩვენი დანაშაულია, აქამდე რომ მოვუშვით!

 

ჩვენი დანაშაულია, სააკაშვილის მონა ზვიად კუპრავა მორალზე რომ გველაპარაკება და აქეთ გვასწავლის ჭკუას! ეთერს ვუთმობთ და მის ბოდვებზე გვიწევს თავისმართლება და კომენტარის კეთება!

 

ჩვენი დანაშაულია, ჟურნალისტიკაში ქურდის სახელით პატივდებული, ნაყაჩაღარი და წართმეული "პრესა. გე"-ს  ხელმძღვანელი, მერაბიშვილის სექტის მონა და სააკაშვილის ხელის ბიჭი გიორგი კაპანაძე ვალად რომ გვადებს რაღაცეებს და აქეთ ცდილობს შანტაჟის ენით საუბარს!

 

ჩვენი ბრალია, ყველა ძაღლი და მამაძაღლი თავზე რომ დავისვით და ყველა ცილისწამებისთვის პასუხისგების ნაცვლად, თავი რომ დავუხარეთ!

 

ჩვენი ბრალია, გარდაცვლილი ახალაგაზრდა ფეხბურთელის ბიძას მირიან ნიკოლაძეს ჭკუის სწავლება რომ დაუწყეს, რომის პაპზე მეტი კათოლიკეები რომ გახდნენ ჩაჯვის სექტის ყიზილბაშები და ესეც გავატარეთ!

 

ჩვენი ბრალია, 18 ივნისის საბედისწერო ღამის, ასევე დაზარალებულ ფოტოგრაფს შსს მაღალჩინოსანთან ნათესაობა რომ დაუდასტურდა, ისევ ამ ბავშვის ბულინგი დაიწყეს - თითქოს მასაც იმღამინდელი სტრესი არ ჰყოფნის, რომ აღარ დავუმატოთ...

 

და ამასაც ვუჩუმდებით!

 

ფოტოგრაფი ბრეგვაძე ნინო გიორგობიანის ნათესავიაო - გაჰკივიან მკვლელთა სექტის თითლიბაზები და ავიწყდებათ, რომ ნათესაობა დანაშაული არაა!

 

არადა, მაინც არაფერი არ იცვლება.

 

ნაცზონდერთა იდეოლოგიის მძევლებად ვართ ქცეულნი და თავის დაღწევაც აღარ გვინდა.

 

თავისმართლების რეჟიმში ვცდილობთ დარჩენას და მართლა კრიმინალებს   ოპოზიციის ლიდერობას "ვუპრავებთ" დღითიდღე...

 

შორს წავედი მეც.

 

მოკლედ გეტყვით:

 

რამდენიმე დაზარალებულს შორის, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი დაზარალებულია!

 

დაზარალებულია ფეხბურთელის მეგობარიც გუკა ამირხანაშვილიც!

 

დაზარალებულია იმდღევანდელი იუბილარი გოგონაც!

 

დაზარალებულია ქართველი საზოგადოება!

 

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი კი დაზარალებული კი არა, - გარდაცვლილია!

 

მეტიც: დევნის და ბულინგის შედეგადაა გარდაცვლილი!

 

გვარამიები, კუპრავები, კაპანაძეები და მათი ჯოგი კი, უბრალოდ - ნაგვები არიან!

 

წერტილი!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner