logo_geo
eng_logo
ალექსანდრე გეჯაძე: დასადგენია შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი და დაზიანების ხანდაზმულობა
- +

4 ივლისი. 2020. 00:30

 

 

,,ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვს არსებითი მნიშვნელობა. აღებულია თირკმელი, იკვლევენ სხვა ვიწრო პროფილის სპეციალისტები. ამ კვლევით უნდა დადგინდეს, იყო თუ არა თირკმელში პლანქტონი. პლანქტონის აღმოჩენის მიზნობრიობა იკვეთება იმაში, რომ ეს არის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი არადამახასიათებელი ასფიქსიისთვის. შესაბამისად ამ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით,” - ამის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, მომავალი კვირის ბოლოს ცხედრის კვლევის ლაბორატორიული შედეგები უნდა დაიდოს.

 

 დასადგენია სიკვდილის მიზეზი და დაზიანების ხანდაზმულობა. ლაბორატორიული შედეგების მიღების შემდგომ, იმ კვირის ბოლოსთვის გაირკვევა ყველაფერი და ერთიან ინფორმაციას მოგაწოდებთ.

 

ეს დაზიანებები რა პირობებში შეეძლო მიეღო, გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობს. არ არის გამორიცხული რამდენიმე ვერსიას ფლობდეს. შესაბამისად როდესაც გამოძიება ოფიციალურად გაიტანს დასკვნას, შემდეგ ამ დასკვნაში არსებულ მონაცემებს გააანალიზებს მტკიცებულებებთან და ჩვენებებთან შესაბამისობაში. დაუსვამს შეკითხვებს მეორე საექსპერტო კომისიას, მაღალი ალბათობით ასე შეიძლება წარიმართოს ეს პროცესი. ერთი, მეორე, თუ მესამე მოწმის მიერ მითითებულ გარემოებებში, შეეძლო თუ არა შაქარაშვილს მიეღო ეს დაზიანება“, - აღნიშნა გეჯაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner